Wednesday, November 5, 2014

6 მიზეზი რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა

საბჭოთა პერიოდი, როდესაც მხოლოდ ერთი დიადი რუსული ენის ცოდნა იყო საკმარისი იმისთვის, რომ ყოფილიყავი წარმატებული ადამიანი, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. თუნდაც ერთი უცხო ენის ცოდნა ეხლა - მინიმალური მოთხოვნაა ყველა ადამიანის მიმართ, ვინც პრეტენზიას აცხადებს წარმატებული კარიერის მიღწევის გზაზე. 
გთავაზობთ 6 ძირითად მიზეზს, რატომ უნდა იცოდეთ უცხო ენა.

მიზეზი 1. შრომის ბაზარზე თქვენი შანსების გაზრდა

ყველაზე ცოტა, კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა როგორც მინიმუმ სასაუბრო დონეზე. ამ ცოდნის გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებთ ელემენტარულად უცხოელ კლიენტთან გასაუბრებასაც კი, აღარაფერს ვაბობთ სპეციალური ლიტერატურის კითხვასა და მოლაპარაკებების წარმოებაზე. მაღალი კლასის ბიზნეს-ლედიმ უნდა იცოდეს ინგლისური ენა სრულყოფილად, რომელზეც ფაქტიურად დამოკიდებულია კარიერა. თავად განსაჯეთ: ინგლისური ენის ონლაინ რეპეტიტორი არც ისე ძვირი დაგიჯდებათ, ხოლო ენის ცოდნა უდიდეს წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

მიზეზი 2. ფილმებისა და მუსიკის ორიგინალურ ვერსიაში ნახვა და მოსმენა


დაფიქრდით, რამდენ რამეს კარგავთ, როცა დუბლირებულ ფილმებს უყურებთ, ნათარგმნ წიგნებს კითხულობთ და არც კი გესმით რა ტექსტია თქვენს საყვარელ სიმღერაში. არადა ამ ყველაფერს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, თუკი ინგლისურ ენას მაინც ისწავლით - რადგან ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში.

მიზეზი 3. მეხსიერების ვარჯიში

უცხო ენის შესწავლისთვის შესრულებული დავალებები და სიტყვების დამახსოვრება - საუკეთესო ტრენაჟორია მეხსიერებისთვის. ისწავლეთ ახალი სიტყვები, ლექსები უცხო ენაზე, დაიმახსოვრეთ გამოთქმები - ეს ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.

მიზეზი 4. თავისუფლად მოგზაურობის საშუალება


პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თქვენ გაგიგებენ, თუკი თქვენ ინგლისურს, ესპანურს ან ფრანგულს ფლობთ. უცხო ენების შესწავლა - ეს არის საშუალება იმოგზაუროთ მსოფლიოში, როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა და ისაუბროთ მინიმუმ საერთაშორისო გამოყენების მქონე ენაზე - ინგლისურად.

მიზეზი 5. თქვენი გარემოცვის გაფართოების საშუალება


იმ დროს, როცა ინტერნეტი მსოფლიოს ყველა წერტილშია, საზღვრები ფაქტიურად არ არსებობს: ჩვენ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ ვისაც გვინდა, თუკი ორთავემ ვიცით ენა. თუნდაც თავისუფალი ურთიერთობისთვის და უცხოელებთან კონტაქტის დამყარების მიზნის აქვს აზრი უცხო ენის შესწავლას.

მიზეზი 6. ახალი შესაძლებლობები

არასოდეს იცი, როგორი სახის ცოდნა დაგჭირდება ხვალ, ამიტომ დამატებით უცხო ენის ფლობა, მითუმეტეს რამოდენიმესი ერთად, არასოდეს არის ზედმეტი, განსაკუთრებით ბიზნესსა და კარიერაში.

No comments:

Post a Comment